Header image  
   
  
 
 
 
 


biblioTekebi

საქართველოში ბიბლიოთეკების დიდი უმეტესობა დაიხურა. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება. დახურული ბიბლიოთეკებიდან წიგნებს სატვირთო მანქანაზე ყრიან და სად მიაქვთ, არავინ იცის. ხელისუფლება მედიათეკების შექმნას გვპირდება. "ვერსია'' დაინტერესდა, რამდენად სწორია ბიბლიოთეკების დახურვა, სად მიდის და რა პირობებში ინახება წიგნები? ამის გასარკვევად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსს გურამ თაყნიაშვილს ესაუბრა:

1991-92 წელს საქართველოში 8000 ბიბლიოთეკა იყო, სადაც 11 000 თანამშრომელი იყო დასაქმებული. მათგან 2/3 უმაღლესი სპეციალური განათლებით. ახლა მთელ საქართველოში 560 ბიბლიოთეკა დარჩა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბიბლიოთეკარებს აღარ ამზადებენ. ბიბლიოთეკათმცოდნეობის აღარც კათედრა და აღარც ფაკულტეტი აღარ არსებობს. ილიას უნივერსიტეტში ეს ფაკულტეტი დაიშალა და 5-6 წელიწადია, დიპლომირებული საბიბლიოთეკო დარგის სპეციალისტები აღარ გამოდიან. ეს დარგი პროფესიონალი ბიბლიოთეკარებისგან ნელ-ნელა იცლება. 2005 წელს საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო "კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' და ბიბლიოთეკები სამართავად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცა, რამაც ზოგიერთ გამგებელს ხელ-ფეხი გაუხსნა, თვითნებურად ემართა ეს სფერო. ზოგიერთ რაიონსა და მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკები საერთოდ დახურეს. ზოგიერთ სოფელში - საჯარო სკოლებს შეუერთეს. გორის რაიონს 44 ბიბლიოთეკა ჰქონდა და დღეს მხოლოდ გორშია საქალაქო ბიბლიოთეკა. იგივე მდგომარეობაა კასპში, ქარელსა და გარდაბანში. პირველად ბიბლიოთეკები აჭარაში გააუქმეს. იქ 50 ბიბლიოთეკა იყო, ახლა რეგიონის არც ერთ რაიონში სოფლის ბიბლიოთეკაც კი არ არსებობს. ყველაზე კარგად საბიბლიოთეკო ქსელი კახეთშია შენარჩუნებული. ფაქტიურად, მოსახლეობის საბიბლიოთეკო მომსახურეობა ჩაიშალა. სკოლები ვერ ემსახურებიან სოფლის მოსახლეობის ყველა ფენას. ზოგიერთი დირექტორი აცხადებს, რომ გარედან მკითხველის შესვლა სასწავლო პროცესს ხელს შეუშლისო. რაიონში ერთი ბიბლიოთეკის დატოვება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს საქართველოში საბიბლიოთეკო პოლიტიკისა და კანონის დარღვევაა. 

რატომ გადაიტანეს ბიბლიოთეკები სკოლებში, ნუთუ თითო ოთახი ვერ გამონახეს, ისინი თვითმმართველობის შენობებში დარჩენილიყო?
- ძირითადად, ეკონომიკური მიდგომა იყო, ზოგიერთი გამგებელი ამბობდა, ბიბლიოთეკა წამგებიანი ორგანიზაციაა, ფული არ შემოაქვსო.

- ბიბლიოთეკების დახურვის პროცესი დედაქალაქშიც მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მედიათეკები უნდა ააშენოს. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება? 
- თბილისში 80-მდე საქალაქო ბიბლიოთეკა გვქონდა, დღეს 40 დარჩა. შემცირების პროცესი გრძელდება. თვალი ისეთ ბიბლიოთეკებს დაადგეს, რომელიც ცენტრალურ ქუჩებზეა და კარგ შენობებშია განთავსებული. სხვათა შორის, როცა დედაქალაქის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, თბილისში 10 საქალაქო ბიბლიოთეკის დატოვება მოინდომა, მაგრამ გადავაფიქრებინეთ. რაც შეეხება მედიათეკებს - პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორივე წიგნი გვაქვს - ბეჭდურიც და ელექტრონულიც, მაგრამ მკითხველი ბეჭდურს ირჩევს. ელექტრონული წიგნის კითხვა, სავალდებულო კითხვითაა გამოწვეული, როცა, მაგალითად, სამეცნიერო ლიტერატურის წაკითხვა უნდა, მაგრამ შეიძლება "დიდოსტატის მარჯვენა'' კომპიუტერში წაიკითხო? ასე, ერთი ხელის დაკვრით, ბიბლიოთეკების შემცირება, მოსახლეობის საინფორმაციო ინტერესებს დააზიანებს. 

- ბიბლიოთეკებში თანამშრომლებს იმ მოტივით ათავისუფლებენ, რომ შტატები გაბერილია, პარალელურად ახლებს, მაგრამ არაკვალიფიციურ თანამშრომლებს იღებენ... 
- საქალაქო ბიბლიოთეკებში შტატები ნამდვილად გაბერილია. გაერთიანებული ბიბლიოთეკის დირექცია წნეხის ქვეშაა. ერთი მხრივ, ეუბნებიან, შტატები შეამცირეთო, მეორე მხრივ, მერია სამუშაოდ ახალგაზრდებს აგზავნის, რომელთაც არაფერი იციან. ამდენი თანამშრომელი საჭირო არ არის, მაგრამ ადგილობრივი გამგებლები ამას არავის ეკითხებიან. 

- სად მიაქვთ წიგნები ბიბლიოთეკების გაუქმების შემდეგ?
- თბილისის დახურული ბიბლიოთეკებიდან წიგნები დაცვით ფონდებში გადავიდა, ნაწილი - არსებულ ფილიალებში გადანაწილდა, ნაწილი - სხვადასხვა დაწესებულებებს გადასცეს. რუსული ფონდი ჩამოიწერა. დარგობრივი ლიტერატურა, რომელსაც დაკარგული აქვს ღირებულება, მაკულატურაში ჩააბარეს. ჩამოწერის პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნის ერთი ეგზემპლარი დარჩენილია. რაც შეეხება წიგნების შენახვის რეჟიმს, ის ბევრგან დარღვეულია. ბევრი ღირებული წიგნი წყალმა დააზიანა და გაანადგურა. რაიონების ბიბლიოთეკებსა და საწყობებში წიგნების ნაწილი ძალიან ცუდ პირობებშია''. მერია აცხადებს, რომ დახურული ბიბლიოთეკებიდან წიგნების დიდი ნაწილი საპატიმროებს გადაეცემა, თუმცა პროცესი ჯერ დაწყებული არ არის და ვერც ის გავარკვიეთ, როდის დაიწყება. 

ეს დაპირება ძალიან დიდ ეჭვს იწვევს იმ ფაქტის ფონზე, რომელსაც პუბლიკაციაზე მუშაობისას გადავაწყდით - 2 თვის წინ, გამომცემლობა "პალიტრა ელმა'' სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა თხოვნით, ნება დაერთო საპატიმროებისთვის ახალი წიგნები ეჩუქებინა. მათ უარი არ უთქვამთ, თუმცა გამომცემლობის მესვეურები დღემდე ელოდებიან, როდის დასდებს სამინისტრო საჩუქრის მიღების პატივს. დროის გაყვანის მიზეზი გაუგებარია, მაგრამ ფაქტია... ახლა, რომელიმე გონიერი ადამიანი დაგვარწმუნებს იმაში, რომ უწყება, რომელიც უარს ამბობს, საჩუქრად მიიღოს მხატვრული ლიტერატურა (თანაც ისეთი წიგნები, რომელსაც თავად შეარჩევს) - ციხეში "გრაფ მონტე კრისტოსა'' და "დათა თუთაშხიას'' საკუთარი ნებით შეიტანს? "ვერსიასთან'' საუბარში "მედია პალიტრას'' კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია ამ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ: "2 თვის წინ ნამდვილად გვქონდა ინიციატივა, ციხეში ჩვენი გამომცემლობის წიგნები საჩუქრად შეგვეტანა, მაგრამ რამდენჯერმე გადაგვიდეს. გვითხრეს, გამოგეხმაურებითო. გვეგონა, უწყინარი და კარგი სურვილი გვქონდა, მაგრამ ჯერჯერობით, ლოდინის რეჟიმში ვართ. არადა, წიგნები თემატურად არ დაუწუნიათ და გაუგებარია, რატომ გვიწელავენ პროცესს. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ "პალიტრა ელის'' წიგნებისადმი აქვთ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება''.

Tbilisis biblioTekebi
  ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა        
  სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა        
  სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა        
  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა        
  საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკა - წიგნის სავანე        
           

 

საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები 2020 წლისათვის

 

 

მუნიციპალიტეტის დასახელება, მისამართი,       ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა

მთავარი (ცენტრალური) ბიბლიოთეკის დირექტორი (მენეჯერი); მობილური; ელექტრონული ფოსტა

ბიბლიო-თეკების

რაოდენ.

ფონდის

რაოდენ.

ეგზემპ.

 

კახეთის მხარე

 

 

 

1.

ქ. თელავის მუნიციპალ.

მთავარი ბიბლიოთეკა;

ერეკლე II გამზ. 1;

(0350) 27-32-96;  (0350) 27-40-21;

მაყვალა წიკლაური

მობ. 593-50-90-41;

Makvala_tsiklauri@yahoo.com

32

425 384;

 

780 დისკი

2.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

დ. აღმაშენებლის ქ. 13;

ტ. 24-39-37;

ლიანა გოდერძიშვილი

მობ. 599-85-11-07;

Goderdzishvili1961@mail.ru

4

120 535

3.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

ი.ნონეშვილის ქ. 2;

Biblioteka.museum@gmail.com

სალომე ბოგვერაძე

მობ. 577-54-04-80

13

141 875

4.

ყვარლის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

რუსთაველის ქ. 9;

ტ. (0352) 22-02-64;

kvarliscentraluribiblioteka@

gmail.com;

kvareli.library@gmail.com

მზია აბესაძე

მობ. 591-33-90-02

5

114 836

5.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

სარაჯიშვილის ქ. 8;

ტ. (0355) 23-20-14

ნათელა ნადიკაშვილი

მობ. 599-85-23-80

Natianadikashvili@yahoo.com

20

306 200

 

6.

ახმეტის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

ჩოლოყაშვილის ქ. 77;

ტ. (0349) 22-17-38;

Axmeta.bibliotheka.00@mail.ru

თენგიზ ჯანგირაშვილი

მობ. 591-01-02-20

12

93 627

 

7.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

ქიზიყის ქ. 25;

lagodexisbiblioteka@gmail.com

ლიანა ხაჩიძე

მობ. 577-37-79-33

 

 

5

68 605

8.

დედოფლისწყაროს

მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

ჰერეთის ქ. 45;

მანანა მაჭარაშვილი

მობ. 577-38-40-80

Macharashvilimanana1@

gmail.com

14

206 783

 

 

                                     სულ =

105

1 477846

 

ქვემო ქართლის მხარე

 

 

 

1.

ქ. რუსთავის მთავარი ბიბლიოთეკა;

შარტავას ქ. 11;

ტ. (0341)28-60-93;

rustavisbiblioteka@bk.ru

თეა ჟვანია

მობ. 599-88-48-83

5

168 089

2.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

დ. აღმაშენებლის ქ. 70;

gardabanicultureart@gmail.com;

დავით ჭინჭარაული

მობ. 599-85-18-99;

 

რიმა აზიზიანცი

aziziancrima@gmail.com

5

83 880

3.

მარნეულის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

რუსთაველის ქ. 108;

marneulilibrary@gmail.com

ბიბლ. დირექტორი

ლანა ხეხელაშვილი მობ. 598-13-32-92 ; 

გაერთიანების დირექტორი

ნატო შავიშვილი მობ. 577-38-41-00

5

83 021

4.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

სულხან-საბა ორბელიანის ქ. 106;  ტ. (0538) 22-72;

bolnisismtavaribiblioteka@mail.ru

გაერთ. დირექტორი

სოსო კოპალეიშვილი 555-37-93-06

ეკა ჩაგელიშვილი მობ. 577-60-64-76

11

140 533

5.

დმანისის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

9 აპრილის ქ.36;

bibliotekadmanisi@mail.ru

თინათინ თეთრაძე

მობ. 599-85-67-65

 

5

47 244

6.

თეთრიწყაროს

მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

რუსთაველის ქ. 9;

Tetritskarokultcentri@yahoo.com

დავით ყაზახაშვილი

მობ. 599-15-51-52

9

65 061

7.

წალკის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

25 მარტის ქ. 58;

(0363) 22-10-56;

Tsalka-biblioteka@mail.ru

მონიკა ხრისტიანოვა

მობ. 599-69-80

5

23 511

 

 

                                      სულ =

45

611 339

 

მცხეთა-მთიანეთის

მხარე

 

 

 

1.

ქ. მცხეთის ლ. ასათიანის სახ.ახალგაზრდობის ბიბლიოთეკა;

სამხედროს ქ. 9;

Kultura.ganatleba@gmail.com

ელისაბედ ჩიხლაძე

მობ. 595-95-60-33

3

32 751

ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

მამულაშვილის ქ. 12;

ტ. 2-51-25-69;

კულტ. და განათლ. ცენტრის დირექტ.

შორენა არჯევანიძე;

მთ. ბიბლ. მენეჯერი

ნინო თათარაშვილი

მობ. 551-92-92-34;

Tatarashvili-n @mail.ru

10

81 061

2.

დუშეთის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

ერეკლე II-ის ქ. 18;

ტ. (0346) 22-18-68;

ნაირა თეთრუაშვილი

naira_tetruashvili@mail.ru

მობ. 599-33-72-55

9

31 872

3.

თიანეთის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბ-კა;

რუსთაველის ქ. 65;

ტ.  29-00-68;

Bibliotekebi-2014@mail.ru

მზია პატარაშვილი

მობ. 593-64-85-46

k.kharanauli@gmail.com

17

159 954

4.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

სტეფანწმინდა, ალ.ყაზბეგის ქ. 26;

თეა ალიბეგაშვილი

მობ. 595-42-14-61

5

10 000

5.

ახალგორის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

წეროვანის დასახლ. რიგ.13;

kulturisgaertianeba@gmail.com

ეთერი ფსუტური

მობ. 591-51-41-59;

 

2

3 350

 

 

                                       სულ =

46

318 988

 

შიდა ქართლის მხარე

 

 

 

1.

ქ. გორის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

სტალინის გამზ. 8;

ტ. (0370) 27-21-50;

ნინო აბრამიძე

მობ. 599-55-27-40

Nana.abramidze@Yahoo.com

3

112 148

2.

კასპის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

გიორგი სააკაძის ქ. 68;

ტ. (0371) 22-20-39;

Qalaqkaspisbibliotheka@gmail.

com

ეთერ ჩადუნელი

მობ. 551-56-55-21

3

53 271

3.

ქარელის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

თამარ მეფის ქ. 20;

ტ. 396-23-00-17;

qareliskultura@gmail.com

მერი არხოშაშვილი

მობ. 599-23-80-02

meriarkhoshashvili@gmail.

com

1

25 702

4.

ხაშურის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

ძნელაძის ქ. 10;

ტ. (0368) 24-53-17;

Khashuri_library@yahoo.com

მარინე დიდებულიძე

მობ. 599-73-68-77

5

97 142

 

 

                                      სულ =

12

288 263

 

სამცხე-ჯავახეთის მხარე

 

 

 

1.

ახალციხის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთკა;

თამარ მეფის შესახვ. 6 ა;

ტ. 22-38-85 ;

zairakelaptrishvili@gmail.com

კულტურის დაწესებულებ.

გაერთიანების დირექტორი

გიორგი ჟუჟუნაძე

მობ. 599-32-14-32

 

13

73 161

2.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

თორის ქ. 1;

Borjomisbiblioteka@gmail.com

ნაირა ამანათაშვილი

მობ. 599-61-62-07

23

245 975

3.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

ჩარენცის ქ. 13;   

ტ.  22-26-15;

Biblioteka.axalkalaki@mail.ru

თეკლე ვახტანგიშვილი

მობ. 595-01-52-22

18

111 449

4.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

მეფე ერეკლე II-ის ქ. 3;

ტ. (0364) 29-16-59;

ნინო ბერიძე

მობ. 577-00-01-81

Nino.beridze.1983@mail.ru

5

38 928

5.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

ერისთავის ქ.20;

ტ. (0366) 29-30-32;

adigenisbiblioteka@yahoo.com

ეკა ბოჩიკაშვილი

მობ. 598-17-74-67

6

83 137

6.

ნინოწმინდის

მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა; ტერიანის ქ. 3;

Ninotsminda.biblioteka@gmail.

com

ცოღიკ ისპირიანი

მობ. 595-15-94-89

15

147 400

 

 

                                        სულ =

80

700 050

 

რაჭა-ლეჩხუმისა და

ქვემო სვანეთის მხარე

 

 

 

1.

ამბროლაურის

მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

მერაბ კოსტავას ქ. 23

გულნარა საღინაძე

მობ. 577-98-71-41;

marina_shautidze@mail.ru

30

85 149

2.

ონის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

აღმაშენებლის ქ. 46;

Onis.biblioteka@Mail.ru

ანნა ერისთავი

მობ. 595-59-04-57;

 

18

61 526

3.

ცაგერის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

თამარ მეფის ქ. 52;

Biblioteka.cageri@mail.ru;

ნანული სადილიანი

მობ. 591-30-28-15

41

162 379

4.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

თამარ მეფის ქ. 5;

ეთერი მეშველიანი

მობ. 595-09-79-47

Mzeona.tvildiani@gmail.com

18

92 049

 

 

                                      სულ =

107

401 103

 

იმერეთის მხარე

 

 

 

1.

ქ. ქუთაისის ილია ჭავჭვაძის სახ. სამეცნ. ბიბლიოთეკა;

ლილი ნუცუბიძის ქ. 1;

ტ. (0431) 24-56-80;

www.kutaisilibrary.org

k.librari@gmail.com

გრიგოლ (გია) ქობალიანი

მობ. 577-97-02-64

14

358 925

2.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

სოლომონ მეფის ქ. 50;

ნიკოლოზ მაჭავარიანი

მობ. 577-60-74-64

Nikolozmachavariani@mail.ru

25

196 123

3.

ზესტაფონისმუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

რობაქიძის ქ. 5; ტ. 25-28-83;

ლელა ფერაძე

მობ. 577-48-43-83

Feradze-lela@mail.ru

15

171 967

4.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

ნინოშვილის ქ. 17;

ტელ. 25-34-03;

centraluribiblioteka@yahoo.com

მარინა გოგშელიძე

მობ. 598-39-53-67

 

marinagogshelidze@gmail.

com

28

201 985

5.

საჩხერის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

თავისუფლების ქ. 2;

ტ. 22-22-45;

Sachkherisbiblioteka25@gmail.

com

მარინე აბრამიშვილი

მობ. 592-08-10-12

16

141 796

6.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

რუსთაველის ქ. 93;

terjolislibrary@gmail.com

ლალი ცქიფურიშვილი

მობ. 599-25-86-02

3

108 962

7.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

გამსახურდიას ქ. 21;

cultureobjects@gmail.com

თამარ ლაფერაძე

მობ. 593-77-36-36

 

20

312 288

8.

ვანის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

თავისუფლების ქ. 63;

libraryvanis@gmail.com

ლამარა დვალიშვილი

მობ. 595-95-12-15

 

3

81 142

9.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

რუსთაველის ქ. 68;

bagdatislibrary@gmail.com

სოსო კოტორეიშვილი

მობ. 595-53-85-36

 

6

23 900

10

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

რუსთაველის 47 ა;

ტ. 22-46-92;

tskhaltbible@gmail.com

სულიკო სვანიძე

მობ. 595-41-55-57

28

250 946

11

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

რესპუბლიკის ქ. 3;

ტ. 411-22-33-25;

Biblio7teka@mail.ru

ლამარა დუნდუა

მობ. 555-73-44-68

10

130 675

12

ხონის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

თავისუფლების ქ. 15;

xonisbiblio@gmail.com

ლია ჩარგეიშვილი

მობ. 595-33-21-94

16

103 869

 

 

                                     სულ =

184

2082578

სამეგრელო-ზემო

სვანეთის მხარე

 

 

 

1.

ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

მ. კოსტავას ქ. 58;

Zug.bib1@gmail.com

მადონა მაქაცარია

მობ. 577-62-68-48

         551-09-35-31

 

30

187 758

2.

აბაშის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

თავისუფლების ქ. 95;

ტ. (0412) 29-10-19;

Abasha.biblioteka@bk.ru;

Kultura.xelovneba2018@gmail.

com

კულტ. და ხელოვნების

გაერთ. დირექტორი

პაატა ხოშტარია

მობ. 598-14-23-00

მთ. ბიბლიოთ. მენეჯერი

დარეჯან ვადაჭკორია

მობ. 557-13-66-47

18

151 333

3.

სენაკის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

წმ. ნინოს ქ. 12;  ტ. 27-79-53;

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail. com

დირექტორი

ლევან უჩანეიშვილი

მობ. 599-85-88-28

 

ბელა ვახანია

belavaxania@mail.ru

16

153 473

4.

ხობის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

ცოტნე დადიანის ქ. 165;

Xobis.biblioteka.70@bk.ru

ლუიზა ცანავა

მობ. 568-01-20-52

          577-66-87-64

 

13

109 177

5.

მესტიის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

თამარ მეფის ქ. 14;

ნინო კვიციანი

მობ. 595-98-40-79

ninikvitsiani@gmail.com

15

41 258

6.

მარტვილის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

თავისუფლების ქ. 10;

სონია ჭოჭუა

მობ. 551-09-10-29

cico53@mail.ru

6

46 302

7.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

დ. აღმაშენებლის ქ. 8;

Chxorowyus.biblioteka@mail.ru

ნაზიბროლა ნაჭყებია

მობ. 568-66-70-27

15

96 695

8.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

თამარ მეფის ქ. 7;

Calenjixismtavari.biblioteka@

mail.ru

ნუნუ შანავა

მობ. 591-41-56-44

         591-41-56-43

21

73 408

9.

ქ. ფოთის მთავარი ბიბლიოთეკა;

წმინდა ნინოს ქ. 6;

ტ. (0493) 22-81-24;

ტ. (0493) 22-81-25;

Sabiblioteko.gaertianeba@

mail.ru

ნუნუ ჭელიძე

მობ. 571-71-01-72

4

141 449

 

 

                                     სულ =

138

1000853

 

გურიის მხარე

 

 

 

1.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

26 მაისის ქ. 9;

ozurgetisbiblioteka@mail.ru;

ozurgetisbiblioteka@gmail.com

ლიანა ბაქანიძე

მობ. 593-33-45-34

         595-00-21-58

17

145 856

2.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

ნინოშვილის ქ. 60;

ტ. (0494) 22-30-18;

ნუნუ ენუქიძე

მობ. 599-35-01-37

nunuenuqidze@yahoo.com

18

109 560

3.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა;

ნოდარ დუმბაძის ქ. 10;

choxataurisbiblioteka@gmail.

com

მაია მელუა

მობ. 599-25-85-87

19

89 148

 

 

                                      სულ =

54

344 564

 

აჭარა

 

 

 

1.

ქ. ბათუმის ა. წერეთლის სახ. საჯარო ბიბლიოთეკა;

www.bpl.ge

ვაჟა-ფშაველას ქ. 21; 

ტ. 27-35-74;

bibliotekabatumis@gmail.com

ინგა გოგიბერიძე

მობ. 577-43-95-59

1

565 140

2.

ქობულეთის კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკა;

ლესელიძის ქ. 1;

ტ. 26-69-54;

Kobuleti.kultura@mail.ru

სოფიო მოწყობილი

მობ. 598-80-80-11

1

35 163

3.

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილება;

ქ. ბათუმი,დიდაჭარის ქ. 25; ტ.  25-95-02;  

xelvachauriculturecenter@mail.ru;       gps-079-gps@mail.ru

ზინა მამულაძე

მობ. 595-95-86-69

zmamuladze@list.ru

1

31 496

4.

ქედის კულტურის ცენტრის საბიბლ. განყოფილება;

დ. აღმაშენებლის ქ. 16;

ტ. 25-00-71;

kediskulturiscentri@gmail.com

გულნაზ მახაჭაძე

მობ. 591-98-08-48

1

44 531

5.

შუახევის მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

რუსთაველის ქ. 30;

ტ. 26-00-27;

მზია დავითაძე

მობ. 577-48-68-87

Mziadavitadze72@mail.ru

8

34 014

6.

ხულოს მუნიციპალიტეტის

მთავარი ბიბლიოთეკა;

ჭავჭავაძის ქ. 10;

ტ. 27-00-87;

ლია ბოლქვაძე

მობ. 551-09-81-84

Liana_bolqvadze@mail.ru

13

42 703

 

 

                                      სულ =

25

753 047

 

                                       ჯამი =

796

7,978631

 

2020 წლის იანვრის სტატისტიკური მონაცემებით:

საქართველოში ფუნქციონირებს  სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა - 796;

აქედან მუნიციპალიტეტების მთავარი (ცენტრალური) ბიბლიოთეკა - 64;

სასოფლო ბიბლიოთეკა - 732;

თანამშრომელთა საერთო რაოდენობა სულ არის 2044;

796 საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი საერთო ჯამში შეადგენს 7 978 631 ეგზ.


ixileT aseve